Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილი იყო დასტური იმისა, რომ ჩვენი შეკითხვა იყო საფუძვლიანი და გამოთქმული ეჭვი აბსოლუტურად დასტურდება

მარშალ პრესი 27/07/2022
დიმიტრი ხუნდაძე

ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საკითხის დადგომა განაპირობა სწორედ იმ ინფორმაციებმა, რაც ჩვენ გვქონდა, რომ კულისებში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ეს უკვე მესამე საკითხია, რომელზეც დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიწყეს საუბარი და მათი გამოთქმული ეჭვები დადასტურდა.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილი იყო დასტური იმისა, რომ ჩვენი შეკითხვა იყო საფუძვლიანი. ჩვენი გამოთქმული ეჭვი აბსოლუტურად დასტურდება. ფარდა აეხადა იმას, რომ ეს სამსაათიანი საუბარი შედგა და არც თუ ისე მსუბუქი იყო. მე არ ვთლი, რომ წერილში დეტალები არ არის განმარტებული. თუ კარგად წავიკითხავთ და დავუკვირდებით, ამ წერილში ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. ბატონი ბიძინა წერილში ამბობს, რომ გარკვეული ძალები ფაქტობრივად ქვეყანას ომში ჩართვისკენ ექაჩებიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მართებს სიფრთხილე – ამბობს ბატონი ბიძინა. ჩვენი უთანხმოების საგანიც ეს იყო ძირითადად მმართველ გუნდთან, თუ რა დოზით უნდა გვეთქვა სიმართლე და სხვათა შორის ამ საკითხის დადგომა განაპირობა სწორედ იმ ინფორმაციებმა, რაც ჩვენ გვქონდა და დღემდე არ გაგვიჟღერებია, რომ კულისებში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნის ომში ჩართვასთან დაკავშირებით და სწორედ ამან, ჯერ არ თქმულმა ინფორმაციამ განაპირობა ის კითხვა, რომელიც დავუსვით კელი დეგნანს, რაზეც პასუხი ვერ მივიღეთ და იყო არჩეული დუმილი. შემდეგ უკვე ბატონ ბიძინას მივმართეთ ამ კითხვით და პრაქტიკულად პასუხი არის ამომწურავი და შინაარსიც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები მომდევნო წლიდან დაწესდება
Next: გიორგი ვოლსკი: არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პერიპეტიები, მითუმეტეს, პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც არ უნდა სრულდებოდეს დაპირისპირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილის წერილშია მითითებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.