Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა Credit Suisse-ზე: მიზეზს ეძებს, რომ რამენაირად არ მოუწიოს ამ თანხის გადახდა, მაგრამ ალბათ მოუწევს თავისი ვალდებულების შესრულება

მარშალ პრესი 27/07/2022
ირაკლი ზარქუა

რეზოლუციას იყენებს ევროკავშირის, მიზეზს ეძებს, რომ რამენაირად არ მოუწიოს ამ თანხის გადახდა რაც ეკუთვნის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ზე საუბრისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ბიძინასგან მისი პატრიოტული სულისკვეთება, დადასტურდა მისი მიდგომა საკითხისადმი. [Credit Suisse] ევროკავშირის რეზოლუციას იყენებს, მიზეზს ეძებს, რომ რამენაირად არ მოუწიოს ამ თანხის გადახდა, რაც ეკუთვნის. მათ შორის საერთაშორისო სასამართლომ დაუდგინა, რომ გადაიხადოს. ამის შემდეგ ალბათ ადვოკატი გაახმოვანებს შესაბამის პოზიციას, რა განვითარებას ჰპოვებს ეს და მოუწევს ალბათ შვეიცარიულ ბანკს თავისი ვალდებულების შესრულება“, – აღნიშნავს ზარქუა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში საუბარია შვეიცარიულ ბანკზეც. როგორც ივანიშვილი წერს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს არსებულ პრობლემებთან პირდაპირი კავშირი აქვს, თუმცა, მისი განცხადებით, ურჩევნია ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში მის პირად პრობლემად განიხილოს. როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარია, რომ საქართველომ ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ შეძლოს გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი: ყველა ქმედების მიზანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე გამოყვანა იყო
Next: ვატო შაქარიშვილი: შეხვედრა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე ან სხვა საკითხებზე სასაუბროდ რომ შემდგარიყო, ამერიკის ელჩი დასმულ კითხვაზე ღიად და უყოყმანოდ უპასუხებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.