Skip to content
04/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვატო შაქარიშვილი: შეხვედრა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე ან სხვა საკითხებზე სასაუბროდ რომ შემდგარიყო, ამერიკის ელჩი დასმულ კითხვაზე ღიად და უყოყმანოდ უპასუხებდა

მარშალ პრესი 27/07/2022
ვატო შაქარიშვილი

ღირსეული პოზიციაა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მისი პირადი პრობლემა ბანკთან მიმართებაში ნაკლებად შეახოს ქვეყანას და ხალხს, მაგრამ ფაქტია, რომ კრედიტ სუისის ისტორია, ამერიკის ელჩის მხრიდან მოთხოვნილი შეხვედრაც ურთიერთკავშირშია საქართველოს ომში ჩართვის მიზანთან, – ასე ეხმიანება ორგანიზაცია „აი იას“ თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

როგორც შაქარიშვილი წერს, აღნიშნული შეხვედრა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე ან სხვა კერძო საკითხზე სასაუბროდ რომ შემდგარიყო, ამერიკის ელჩი, დასმულ კითხვაზე ღიად და უყოყმანოდ უპასუხებდა.

,,ღირსეული პოზიციაა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს მისი პირადი პრობლემა ბანკთან მიმართებაში ნაკლებად შეახოს ქვეყანას და ხალხს, მაგრამ ფაქტია, რომ კრედიტ სუისის ისტორია, ამერიკის ელჩის მხრიდან მოთხოვნილი შეხვედრაც ურთიერთკავშირშია საქართველოს ომში ჩართვის მიზანთან. ცხადია, აღნიშნული შეხვედრა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე ან სხვა კერძო საკითხებზე სასაუბროდ რომ შემდგარიყო, ამერიკის ელჩი, დასმულ კითხვაზე ღიად და უყოყმანოდ უპასუხებდა. მან, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დამალა, იქამდე სანამ დეპუტატების და საზოგადოების კითხვაზე, თავად ბიძინა ივანიშვილი უპასუხებდა. მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ რთულ პერიოდში მთავრობის სწორ მოქმედებთან ერთად, ქართული საზოგადოების როლის მკაფიოდ აღნიშვნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ანტიდასავლურ რიტორიკაზე სპეკულაციებისთვის სივრცე არ დატოვა წერილში ერთმა კონკრეტულმა წინადადებამ, სადაც სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის შენარჩუნებასა და მოფრთხილებას გაესვა ხაზი.

ბოლოს, ერთ რიტორიკულ შეკითხვას დავუსვამ ამერიკის ელჩს და ევროპარლამენტარებს: საქართველოში ინსტიტუციურ წესრიგზე და ივანიშვილის ჩაურევლობაზე რომ გველაპარაკებით,(ამ დროს ელჩი ხვდება მას, სწორედ იმისთვის რომ ჩაერიოს და ზეგავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე) ის ავტორიტეტი და გავლენა, რაც მას ობიექტურად აქვს, თქვენთვის სასურველი მიზნებისთვის რომ გამოეყენებინა, მაინც მოგვიწოდებდით დეოლიგარქიზაციისკენ?!

აი, ამიტომ ცდილობთ, ფილანტროპს – ოლიგარქი დაარქვათ, ეს არის რეალობა!”, – წერს შაქარიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა Credit Suisse-ზე: მიზეზს ეძებს, რომ რამენაირად არ მოუწიოს ამ თანხის გადახდა, მაგრამ ალბათ მოუწევს თავისი ვალდებულების შესრულება
Next: ალექსანდრე რაქვიაშვილი Credit Suisse-ზე: წინა წელს ორმილიარდიანი ზარალი ჰქონდა ამ ბანკს და შესაძლებელია, რომ უბრალოდ არ აქვს ის ფული, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუბრუნოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.