Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა ქმედების მიზანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე გამოყვანა იყო

მარშალ პრესი 27/07/2022
მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენი ვარაუდით შვეიცარიული ბანკიც კავშირშია ამ თემასთან და სწორედ იმიტომ იღებს ასეთ გაუგონარ გადაწყვეტილებას, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილი იყოს ამ პროცესებში ჩართული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქმედების მიზანი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე გამოყვანა იყო.

„ჩვენი ვარაუდით შვეიცარიული ბანკიც კავშირშია ამ თემასთან და სწორედ იმიტომ იღებს ასეთ გაუგონარ გადაწყვეტილებას, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილი იყოს ამ პროცესებში ჩართული. როგორც დეოლიგარქიზაციაზე კანონში პირდაპირ სახელი და გვარი ჩაწერეს, ევროპარლამენტარების რეზოლუციაში პირდაპირ სახელი და გვარი ჩაწერეს, ანალოგიურად ამას გულისხმობს, რომ როგორმე ეს ადამიანი გამოეყვანათ პოლიტიკურ ველზე და მისი საშუალებით მომხდარიყო ამ ყველაფრის განხორციელება“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში საუბარია შვეიცარიულ ბანკზეც. როგორც ივანიშვილი წერს, საქართველოში მიმდინარე პროცესებს არსებულ პრობლემებთან პირდაპირი კავშირი აქვს, თუმცა, მისი განცხადებით, ურჩევნია ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში მის პირად პრობლემად განიხილოს. როგორც თავად ამბობს, მისთვის მთავარია, რომ საქართველომ ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ შეძლოს გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება.

Continue Reading

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: ბატონი ბიძინას დამოკიდებულება არის ის, რომ პირადი პრობლემებით არ მანიპულირებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე
Next: ირაკლი ზარქუა Credit Suisse-ზე: მიზეზს ეძებს, რომ რამენაირად არ მოუწიოს ამ თანხის გადახდა, მაგრამ ალბათ მოუწევს თავისი ვალდებულების შესრულება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025