Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა

მარშალ პრესი 23/07/2022

ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა; ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

კერძოდ, ადვოკატმა კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა.

ადვოკატი ამბობს, რომ კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილს კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა.

„ჩვენ ძალიან საინტერესოდ უცნაური შეფასება მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან და ეს იმდენად უცნაური იყო, რომ ძალიან ფაქტობრივ ღრმა ხარვეზს შეიცავდა. ეს ხარვეზი გამოიხატებოდა ადვოკატის უფლებების ინტერპრეტირებაში და წაკითხვაში ისეთ დოკუმენტთან მიმართებაში, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. თუმცა ეს რა მოსატანი არის, ინტერვიუ ხანგრძლივი იყო და ამიტომ ჩვენ სხვა მეტად საინტერესო და უცნაური შეფასებები მოვისმინეთ ქალბატონი პრეზიდენტისგან. თავს არ შევაწყენ მსმენელს ახლა ამ უცნაურობის განმარტებით და ამით შემოვიფარგლები, ნიშნად ჩემი პატივისცემისა ინსტიტუტისადმი.

ადვოკატი, ზოგადი გაგებით, ნიშნავს ადვოკატირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ლობირებას, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკური დატვირთვის დოკუმენტზე; ასეთ დროს კერძო დავაზე წარმომადგენელი იურიდიული მრჩეველი რა სტატუსით და რა ფორმატით უნდა შედიოდეს კომუნიკაციაში ევროპარლამენტარებთან, ეს არის ის კითხვა, რაზეც, ალბათ, ქალბატონ სალომეს რომ სათანადო რჩევა და კონსულტაცია გაევლო, მისი პასუხი უფრო დამაჯერებელი და უფრო ზუსტი იქნებოდა“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არ შემოდიოდნენ პარლამენტში, მერე დაგვიჯერეს, შემოვიდნენ; ხელს არ აწერდნენ შეთანხმებას – მოაწერეს; არ აპირებდნენ სამუშაო ჯგუფში მუშაობას, ახლა აპირებენ. ჯობია, თავიდანვე დაგვიჯერონ ხოლმე
Next: გია გაჩეჩილაძე: „გელაპის“ კვლევით, ამერიკაში უზენაესი სასამართლოს ნდობა მინიმუმამდე, 25%-მდეა დასული, ცოტა უხერხული მგონია, სასამართლოსა და მოსამართლეების ამბავი ჩვენ გვიკარნახონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.