Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე: „გელაპის“ კვლევით, ამერიკაში უზენაესი სასამართლოს ნდობა მინიმუმამდე, 25%-მდეა დასული, ცოტა უხერხული მგონია, სასამართლოსა და მოსამართლეების ამბავი ჩვენ გვიკარნახონ

მარშალ პრესი 23/07/2022
გია გაჩეჩილაძე

„გელაპის“ კვლევით, ამერიკაში უზენაესი სასამართლოს ნდობა მინიმუმამდე, 25%-მდე არის დასული, ცოტა უხერხული მგონია, ჩვენ გვიკარნახონ სასამართლოს და მოსამართლეების ამბავი, – ამის შესახებ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ტვ „მაესტროზე“, საავტორო გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ერთი რამე გონია, იმათთან ზედმეტია მცდელობა რამე შეაგნებინო. ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, ევროკავშირი, ევროკომისია, ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.

„რაც შეეხება სასამართლოს, „გელაპის“ კვლევა ჩატარდა ამერიკაში და უზენაესი სასამართლოს ნდობა მინიმუმამდე, 25%-მდეა დასული და ჩვენ გვიკარნახონ სასამართლოსა და მოსამართლეების ამბავი, ცოტა უხერხული მგონია თქვენი მხრიდან. ხალხს, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ერთი რამ ჰგონია, იმათთან ზედმეტია მცდელობა, რამე შეაგნებინო. ევროკავშირი, ევროკომისია და ა.შ. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც თავისი პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. ევროპა აბსოლუტურად სხვა რამეა. ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, დღე არ გადის, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრემიერ-მინისტრი არ გადადგეს. ეს არის ფაქტი და ასევე ის, რომ კონდიციონერსა და ცხელ წყალს თიშავენ, რომ ნახევარი საათით ნაკლები იბანაონ. ეს ჩანს, ყოველ შემთხვევაში, რაც ხდება და ის, რასაც გლობალური მეინსტრიმ მედიასაშუალებები გვაწვდიან, ძირითადად ყურით მოთრეული ტყუილებია“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Post navigation

Previous: ვიქტორ ყიფიანი: კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა
Next: მამუკა მდინარაძე ტვ პირველს – საშუალება მეძლევა ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმის მაგალითზე ყველას გავაგებინო, რისი მკადრებლები ხართ, რადგან ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი კარგად შეფუთული სიბინძურის დღემდე სჯერათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.