Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: არ შემოდიოდნენ პარლამენტში, მერე დაგვიჯერეს, შემოვიდნენ; ხელს არ აწერდნენ შეთანხმებას – მოაწერეს; არ აპირებდნენ სამუშაო ჯგუფში მუშაობას, ახლა აპირებენ. ჯობია, თავიდანვე დაგვიჯერონ ხოლმე

მარშალ პრესი 23/07/2022

ჯობია, რომ პარლამენტის წევრებმა, მთავრობის წევრებმა და პრეზიდენტმა ჩვენ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ და დეპოლარიზაციისთვის ხელის შეწყობის საფუძველი სწორედ ეს იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო დროის პრეზიდენტის გამოსვლები პირიქით, პოლარიზების საფუძველი ხდება და როგორ შეიძლება ასეთი ტიპის ადამიანი გახდეს დეპოლარიზაციის პროცესში შუამავალი. სჯობს, თავიდანვე ვიცოდეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები – სად რა უფლებები გაგვაჩნია და ეს იქნება დეპოლარიზაციის ხელისშემწყობი.

[რადიკალური ოპოზიცია] თავიდან არ შემოდიოდიოდა პარლამენტში, მერე დაგვიჯერეს, შემოვიდნენ; ხელს არ აწერდნენ შეთანხმებას, გვიან, მაგრამ მაინც მოაწერეს; ქუჩაში გადიოდნენ, ისევ შემოვიდნენ; ახლა არ აპირებდნენ სამუშაო ჯგუფში მუშაობას, ახლა ისევ აპირებენ. ამიტომ ჯობია, რომ თავიდანვე დაგვიჯერონ ხოლმე. ეს იმის მტკიცებულებებია, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ პირველ რიგში ქვეყნისთვის და შემდეგ მათთვისაცაა სასიკეთო“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი: ვისურებდი, რომ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ერთსა და იმავე გამოსვლაში აქტიურად იცავს უცხო ქვეყნის ელჩს ჩვენს ქვეყანაში, მან თუნდაც იმის ნახევარი მონდომებით დაიცვას ჩვენი ელჩები საზღვარგარეთ
Next: ვიქტორ ყიფიანი: კერძო დავაზე იურიდიულ მრჩეველს რა ფორმატით უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან, ამაზე სალომე ზურაბიშვილს სათანადო კონსულტაცია რომ გაევლო, უფრო ზუსტ განცხადებას გააკეთებდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.