Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები კვლავ იაფი იქნება

მარშალ პრესი 21/07/2022
ზურაბ აზარაშვილი

დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, თითქოს, თურქეთის ბაზრის გახსნის პროექტი კოლაფსის ზღვარზეა. სამწუხაროდ, ეს არის ქვეყნის მტრობა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებზე 50 მილიონზე მეტი დაზოგეს, შესაბამისად, მათი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება თურქეთში, მედიკამენტებზე ფასების მატებას, მინისტრის განცხადებით, საქართველოში, თურქეთიდან შემოტანილ მედიკამენტები არ გაძვირდება.

„თურქეთში, ფასების კორექტირება, პერიოდულად, ხდება და ეს აჟიოტაჟის საფუძველი ნამდვილად არ უნდა იყოს. ზუსტად იგივე მოხდა 2022 წლის თებერვალში, მაგრამ საერთოდ არ ასახულა თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასებზე. ახლაც ასე დაკორექტირდა ლირის ფარმაცევტული კურსი ევროსთან მიმართებით. საქართველოში ამას არანაირი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს, რადგან, რეალურად, ფასების კორექტირება თურქეთში, ადგილზე ხდება, საქართველოში კი, მომხმარებელი, ამ მედიკამენტებს ლარში ყიდულობს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრმა, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა დასახელების წამალი სრულად აკმაყოფილებს GDP და GMP საერთაშორისო სტანდარტებს.

Post navigation

Previous: ზურაბ აზარაშვილი: კოვიდით ინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება
Next: იმედიანად ვტოვებ ვაშინგტონს – სალომე სამადაშვილი დაგვიბრუნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.