Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: კოვიდით ინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება

მარშალ პრესი 21/07/2022
ზურაბ აზარაშვილი

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტები ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდნენ და შესაძლებელი იყო მათი ბინაზე მკურნალობა, თუმცა, კლინიკების სუბიექტური დამოკიდებულების გამო, მათ სტაციონარში ტოვებდნენ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდით დაინფიცირებული პაციენტების არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება და პასუხისმგებელი უშუალოდ კლინიკა იქნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტაბილური ეპიდვითარებაა და მნიშვნელოვანი მატება არ შეინიშნება. ასევე, მინიმალურია იმ პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც COVID-19-ის ახალ შტამთან არის დაკავშირებული, მსუბუქია და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

Post navigation

Previous: ანრი ოხანაშვილი: კიდევ ერთხელ ხდება ლუსტრაცია, ვინ ირჩევს რადიკალიზაციის გზას და ვინ უცხადებს საბოტაჟს ჩვენი ხალხის სწრაფვას ევროპისკენ
Next: ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები კვლავ იაფი იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.