Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმედიანად ვტოვებ ვაშინგტონს – სალომე სამადაშვილი დაგვიბრუნდა

მარშალ პრესი 22/07/2022
სალომე სამადაშვილი

“ლელო”-ს მთავარი მდივანი სალომე სამადაშვილი ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ფეისბუქში მის ამერიკულ სენტიმენტებსა და პოლიტიკურ იმედებზე წერს:

“ამერიკას განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში. ქვეყანა, რომელმაც 90-იანი წლების ნანგრევებიდან გასვლის, აქ განათლების მიღების შესაძლებლობა მომცა, კონგრესის დაარსებული სტიპენდიით.

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა…ალბათ ძნელად წარმოვიდგენდი, რომ 2022 წელს ამერიკელ პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ისევ ჩემი სამშობლოს რუსეთის კლანჭებიდან დახსნაზე, ისევ დემოკრატიის გადარჩენაზე მომიწევდა საუბარი. მაშინ მჯეროდა, ამ დროისთვის უკვე მყარად ვიქნებოდით სამშვიდობოს გასული…
იმედიანად ვტოვებ ვაშინტონს უამრავი შეხვედრის შემდეგ-სენატში, წარმომადგენელთა პალატაში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო რესპუბლიკურ და დემოკრატიულ ინსტიტუტებში, ატლანტიკურ საბჭოში და ყველგან, სადაც საქართველოზე ვინმე ფიქრობს და მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი მოსასმენია, როგორ ჩამორჩა ჩვენი ქვეყანა…მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად გვყავს მთავრობა, რომელიც ღიად ესხმის თავს ქვეყანას, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩვენს გადარჩენაში, ქართველ ხალხს ძალიან ბევრი გულშემატკივარი იცავს აქ, თავისუფლების სამშობლოში.
სწორედ მათი დახმარებით და ჩვენი ბრძოლით გავალთ სამშვიდობოს…მოვიპოვებთ თავისუფლებას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.”- წერს სამადაშვილი.

Post navigation

Previous: ზურაბ აზარაშვილი: თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები კვლავ იაფი იქნება
Next: გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ამას ხელს – ირაკლი ქადაგიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.