Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელზე: დავინახეთ დამოკიდებულება, რომ ის საქართველოს არ უყურებდა ისე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს

მარშალ პრესი 21/07/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე] კითხვები დაისვა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით. ჩვენ უარყოფითად შევაფასეთ მისი რამდენიმე წლიანი საქმიანობა საქართველოში რისთვისაც გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებულ ურთიერთობებში ჰარცელმა უარყოფითი როლი შეასრულა.

„ითქვა, რომ უმჯობესია პოლიტიკოსების მიმართ იყოს გამოთქმული კრიტიკა, ვიდრე დიპლომატების მიმართო და სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ პასუხი – სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანი, კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ პოლიტიკოსი, გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის შეფასება ისე, როგორც შევაფასეთ. ევროკავშირს და საქართველოში შორის განვითარებულ ურთიერთობებში მან, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა. უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. შეგვიძლია პერიოდები გავიხსენოთ, რომელიც უკავშირდებოდა 8 მარტის შეთანხმების შემდგომ კვირებს, სადაც მას ჰქონდა ისეთი პოზიცია რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი. მეორე: 19 აპრილის შეთანხმება როდესაც განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს, გარკვეულ თემებზე მას ჰქონდა ისეთი პოზიცია, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპიზოდები, სადაც ასეთი დამოკიდებულება დავინახეთ. დავინახეთ დამოკიდებულება, სადაც ის საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე როგორც სუვერენულ სახელმწიფოს. საჯაროდაც უამრავი განცხადება იყო, რაც უარყოფითად შეგვიძლია შევაფასოთ, მაგრამ კულისებში ხდებოდა იმაზე მეტი ვიდრე საჯაროდ და ეს დამოკიდებულება იყო ძალიან საწყენი, რადგან საქართველოს ყველას, განსაკუთრებით დიპლომატების მხრიდან უნდა იყოს დანახული, როგორც სუვერენული სახელმწიფო“, – აცხადებს კობახიძე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ჩვენ იმდენად მკაფიო გეგმა წარვადგინეთ, ობიექტურად არ არსებობს საბაბიც კი კრიტიკისთვის
Next: ზურაბ აზარაშვილი: სამედიცინო პერსონალს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.