Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ იმდენად მკაფიო გეგმა წარვადგინეთ, ობიექტურად არ არსებობს საბაბიც კი კრიტიკისთვის

მარშალ პრესი 21/07/2022
ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტარების დელეგაციასთან ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. ჩვენ განვიხილეთ ყველა თემა, რაც დღეს აქტუალურია შიდა პოლიტიკის კუთხით, ასევე რეგიონულ საკითხებს შევეხეთ. ბუნებრივია, უკრაინის ომს გვერდს ვერ ავუვლიდით, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ – ის ეთერში.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე და იმ უსამართლო ჩანაწერებზე, რომლებიც ამ რეზოლუციაში მოხვდა. ასევე შევეხეთ პოლარიზაციის გაღრმავების და დეოლიგარქიზაციის თემებს. ამაზე გვქონდა ძალიან გულახდილი საუბარი. ავუხსენით, როგორ გამოიყენება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს ჩანაწერი და გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, თუ როგორ ვხედავთ სამომავლო განვითარებას. ასევე მეტი დეტალი გავაცანით 12 პუნქტის შესრულების პროცესზე. რა თქმა უნდა, მათი სურვილია, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩართული იყოს ამ პროცესში. ჩვენ იმდენად მკაფიო გეგმა წარვადგინეთ, ობიექტურად არ არსებობს საბაბიც კი კრიტიკისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ჰერმან საბო: ჩვენი მეგობრები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ არ მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას, რასაც ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან მკაფიო შეფასება მოჰყვა, რომ ასეთი მოქცევა იქნება დესტრუქციული
Next: ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელზე: დავინახეთ დამოკიდებულება, რომ ის საქართველოს არ უყურებდა ისე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025