Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ აზარაშვილი: სამედიცინო პერსონალს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეს

მარშალ პრესი 21/07/2022
ზურაბ აზარაშვილი

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებებმა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსებით, მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღეს. საოპერაციო მოგების გათვალისწინებით, მინისტრმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს სახელფასო სისტემის გადახედვისკენ მოუწოდა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო კლინიკაში, კერძოდ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ პილოტურ რეჟიმში, წარმატებით ხორციელდება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ღირსეული ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

„მთლიან სექტორში ვსაუბრობთ, დაახლოებით, 60 ათასამდე ასეთ დასაქმებულზე. საპილოტედ, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ უკვე გავუშვით მინიმალური ანაზღაურების სისტემა, სადაც მინიმალურ ფიქსირებულ ანაზღაურებას ვაძლევთ ექიმებს. იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ,“ – განაცხადა მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილმა ცვლილების განხორციელების კონკრეტული დრო არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა სიახლის რეალიზებაზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს და არც ეს ინიციატივა იქნება ის საკითხი, რომლის განხორციელებასაც წლები დასჭირდება.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელზე: დავინახეთ დამოკიდებულება, რომ ის საქართველოს არ უყურებდა ისე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს
Next: ანრი ოხანაშვილი: კიდევ ერთხელ ხდება ლუსტრაცია, ვინ ირჩევს რადიკალიზაციის გზას და ვინ უცხადებს საბოტაჟს ჩვენი ხალხის სწრაფვას ევროპისკენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.