Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა, მაგრამ ეს არ კეთდება, რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა

მარშალ პრესი 21/07/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას ერთი რამ: ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ, არც ერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა, – ამის შესახებ„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთადერთი, რაც იყო, დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან 2 თემაზე: პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს სდებს საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები და ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა. ასევე, პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე კითხვა, ერთია, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ჩავერთოთ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ ეს საკითხები როგორც კი საჯარო ხდება, ამის შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს რა თქმა უნდა, ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დევიდ მაკალისტერი: ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ახლა მნიშვნელოვანია საჭირო რეფორმების გატარება
Next: ირაკლი კობახიძე: არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და მას აქვს ფარული გავლენები პოლიტიკასა და მედიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.