Skip to content
29/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი: ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ახლა მნიშვნელოვანია საჭირო რეფორმების გატარება

მარშალ პრესი 21/07/2022
დევიდ მაკალისტერი

ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა მნიშვნელოვანია საჭირო რეფორმების გატარება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გააგრძელოს მუშაობა.

„ჩვენ გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა-გამოცვლა, ჯერ პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს საქართველოსთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაზა. ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა მნიშვნელოვანია საჭირო რეფორმების გატარება. 12 პრიორიტეტი, რეკომენდაცია ჩამოყალიბებულია და ახლა პოლიტიკოსებმა ამაზე უნდა იმუშაონ. განვიხილეთ, თუ როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ წინსვლის გზას, თუ როგორ გეგმავენ ამ 12 რეკომენდაციაზე რეაგირებას. როგორ სურთ პროცესის ორგანიზება. რომელიც ასევე მოიცავს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა განაგრძოს მუშაობა და წლის ბოლოს ვნახავთ, თუ რა შედეგები დადგება“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია მეგობრებს, ევროპარლამენტარებს გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რაში გამოიხატებოდა ის უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში შეასრულა
Next: ირაკლი კობახიძე კელი დეგნანზე: როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რაზეც ელჩს შეუძლია მარტივად პასუხის გაცემა, მაგრამ ეს არ კეთდება, რა თქმა უნდა, ეს ეჭვებს აღრმავებს, თუმცა ეს არ არის თავდასხმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.