Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ევროკავშირს შეეძლო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო

მარშალ პრესი 21/07/2022
არჩილ თალაკვაძე

„ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში აქვს და რომელიც ასახული იყო საერთაშორისო პარტნიორების ანგარიშებშიც, ევროკავშირს შეეძლო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სრულად ორიენტირებულია მომავალსა და იმ სამუშაო გეგმაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოუტანს.

„ეს შესაძლებელს გახდის, რომ საქართველო თავის ისტორიულ ადგილს – ევროპას დაუბრუნდეს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მიიღოს. საქართველო თავისი შინაარსით, ისტორიით, კულტურით, საზოგადოებით, ევროპული სახელმწიფო გახლავთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოსთვის, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული მინდა, პირდაპირ ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს: ბოლო ორი დღის განმავლობაში, შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ, იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში აქვს და რომელიც ასახული იყო საერთაშორისო პარტნიორების ანგარიშებშიც, ევროკავშირს შეეძლო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მოტივაცია სამუშაოს ტემპები შევამციროთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Continue Reading

Previous: შინ ამერიკაში, კელი! – ასეთი სამარცხვინო ელჩი ნამდვილად შეურაცხმყოფელია – რატომ იქცევა კელი დეგნანი რუსი მეფისნაცვალივით
Next: ნიკოლოზ სამხარაძე – „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ რიტორიკას არ აწარმოებს, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ყველა გაუგებრობას გავარკვევთ და ისე აღმოვფხვრავთ, როგორც პარტნიორებს შეეფერებათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025