ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან ნებისმიერი მხრიდან – იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები.
„აშშ-ის ელჩი იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობს ხოლმე გარკვეულ სასამართლოებს, ხვდება და ესაუბრება მოსამართლეებს და ამით ცალსახად ხდება სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლისა და ხელმძღვანელობის როლის აშკარა დაკნინება და არაღიარება. და ეს მაშინ, როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელჩი ერთხელაც არ შეხვედრია უშუალოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობას, არ დაინტერესებულა იმ პრობლემატიკით, ან თუნდაც მოსაზრებებით, რაც მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებობს, რაც რბილად რომ ვთქვათ, მეტად უცნაური და სამწუხაროა.
არ გვგონია, საქართველოში რომელიღაც სამინისტროს ან სხვა დაწესებულებების თანამშრომლებთან რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე პირდაპირი კომუნიკაცია ისე ხდებოდეს ან მათთან შეხვედრებზე ელჩი მარტო ისე მიდიოდეს, რომ ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელობას საერთოდ არც კი აფრთხილებდნენ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს ამგვარი „დე ფაქტო“ იგნორირება კიდევ უფრო მეტ შეკითხვას იწვევს და პრაქტიკულად ამ ორგანოს როლის ხელოვნურად დაკნინების აშკარა ნიშნებს შეიცავს. საბოლოოდ, ცხადია, სასამართლო დაცული უნდა იყოს პირდაპირი თუ ირიბი ჩარევის ყოველგვარი მცდელობისაგან ნებისმიერი მხრიდან, იქნება ეს ხელისუფლება, კერძო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები ან დონორები. ასევე, არ გვავიწყდება და ვაფასებთ იმ დონორულ დახმარებას, რომელსაც წლების განმავლობაში აშშ-ის სახელმწიფო, თავისი საელჩოს მეშვეობით უწევს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, თუმცა ეს არ ქმნის გამონაკლისს და რაიმე ექსკლუზიურ უფლებას, რომ სასამართლო სისტემის შიდა საქმეებში და/ან ადმინისტრირებაში მოხდეს რაიმე სახის ჩარევა ან დონორის მანდატის გაცდენა. ყოველივე ამისთვის კი უპირველესად მნიშვნელოვანია, მივიღოთ პასუხები შეკითხვებზე. აგრეთვე, კანონით მკაცრად უნდა მოწესრიდგეს ნებისმიერი კომუნიკაცია მოსამართლეთან, რომელიც ზეგავლენის მოპოვების თუ ანგარიშის მოთხოვნის ნიშნებს შეიძლება შეიცავდეს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს. უნდა გაიწეროს და კანონის დონეზე დარეგულირდეს ის პროტოკოლური თუ ნებისმიერი ურთიერთობა მოსამართლეებთან იმ სტანდარტით და ფორმებით, როგორც ეს აპრობირებულია, თანამედროვე დასავლურ ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო