Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე – „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ რიტორიკას არ აწარმოებს, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ყველა გაუგებრობას გავარკვევთ და ისე აღმოვფხვრავთ, როგორც პარტნიორებს შეეფერებათ

მარშალ პრესი 21/07/2022
ნიკოლოზ სამხარაძე

ვიდრე ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, საქართველოს არ გადაუხვევია და არ გადაუხვევს ევროპული ინტეგრაციის გზიდან, რადგან ეს არის კონსტიტუციური ამოცანა, რომელიც ჩვენს თავს დავუსახეთ საზოგადოებასთან ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კურსი არ გადაიხედება.

როგორც სამხარაძე ამბობს, ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აქვს.

„ეს კურსი არანაირად არ გადაიხედება. „ქართული ოცნება“ არანაირ ანტიდასავლურ რიტორიკას არ აწარმოებს, ეს არის დიდი ტყუილი. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს, შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან ყველა გაუგებრობას გავარკვევთ და ისე აღმოვფხვრავთ, როგორც ეს პარტნიორებს შეეფერებათ. თუ რაიმე გაუგებრობა არსებობს, საჭიროა ნათელი პასუხების გაცემა და ეს შეიძლება, მოხდეს შეხვედრაზე უშუალო ჩართული პირების მიერ და ეს საკითხი დაიხურება. ჩვენ შორის ურთიერთობები იმდენად მაღალ ნიშნულზეა და იმდენად მეგობრულია, რომ ეს პატარა გაუგებრობები თავისუფლად იქნება აღმოფხვრილი. ვინაიდან, კელი დეგნანის მიმართ რამდენიმე კითხვა იყო დასმული, რა თქმა უნდა, საკუთარი ელჩის მხარდაჭერა ჩვეულებრივი ამბავია და აქაც ვერ ვხედავ ისეთს, რამაც შეიძლება, ეს ურთიერთობები მცირედით მაინც დააზიანოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Continue Reading

Previous: შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ევროკავშირს შეეძლო, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო
Next: სამწუხაროა, რომ თედო ჯაფარიძემ დიპლომატის მუნდირი ხაზარაძე – ჯაფარიძის ფულზე გაცვალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025