საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით მან გრიფით საიდუმლო და სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცა.
„ცოტა რამ სოსო გოგაშვილის მოულოდნელ და წარმოუდგენელ გამდიდრებაზე, ანუ როგორ იქცა “არავინ და არაფერი” რაღაცად… სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის 5-სულიანი ოჯახი თავდაპირველად სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას – თვეში 126 ლარს იღებდა. 2012 წლის ნოემბერში იოსებ გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რიგით ინსპექტორად დაინიშნა; მალევე გახდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2013 წლის მდგომარეობით, (მხოლოდ მის მიერ დაკავებული პოზიციის შესაბამისი ანაზღაურების გარდა) იოსებ გოგაშვილის ოჯახს არანაირი ქონება არ გააჩნდა. 2015 წლის იანვარში იგი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილების თანახმად, სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 2950 ლარია, რაც წელიწადში 35 400 ლარს შეადგენს.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, იოსებ გოგაშვილმა 2016 წლის განმავლობაში მიიღო 142 609 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ანუ თვეში საშუალოდ 11 884 ლარი. აქედან, თანამდებობრივი სარგო შეადგენს 35 400 ლარს, ხოლო დანარჩენი თანხა – 107 209 ლარი სხვადასხვა სახის დანამატებია. 2017 წლისთვის მის საკუთრებაში ოფიციალურად ირიცხებოდა 200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი და მოძრავი ნივთები, მაშინ როცა საჯარო სექტორიდან მიღებული წლიური შემოსავალი თითქმის 215 000 ლარს შეადგენდა ისმის კითხვა- როგორ მოახერხა მან დღეს არსებული და მასზე დარიცხული ქონების დაგროვება?! საფუძვლიანია ეჭვი იმის შესახებ, რომ ის ვაჭრობდა ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაციით და მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოპოვებული საიდუმლო ინფორმაციის რეალიზაციით დააგროვა დიდძალი ქონება. მან გრიფით საიდუმლო და სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი დოკუმენტები გადასცა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მან გაიტანა პერსონალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები და ნაწილი გასაჯაროვდა/გამჟღავნდა ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით. ახლა ცოტა რამ მისი აყვანის ფორმაზეც გოგაშვილი ფლობდა ავტომატურ იარაღს (რომლის დარეგისტრირება კანონიერად მოქალაქეს არ შეუძლია), ანუ მას ჰქონდა გარკვეული მზაობა აღნიშნული უკანონო იარაღის გამოყენებისა თუნდაც აყვანის მომენტში; ის აპირებდა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას (თავად ოჯახმა აღიარა ამის შესახებ) ანუ იკვეთება ქვეყნიდან გაქცევის გეგმა; ეს ყოველივე ამართლებს მასთან სპეცრაზმის შესვლის საჭიროებას. მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციის დროს ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. ანალოგიურ შემთხვევებში არცერთ სახელმწიფოში სპეცრაზმი არ “ეფერება” პირს, უფრო მეტიც მის მიმართ იყენებს ძალას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გოგაშვილის მიერ გამოჩენილი დაუმორჩილებლობისა და მათი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფისათვის იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში მას არავინ დაინდობდა“- წერს თამთა მეგრელიშვილი.
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” – თამარ ტყეშელაშვილი