ტრაგი-კომედიური ჟანრიდანაა-კაცი თავს არწივებს ადარებდა და ბოლოს ნოდარას “ჩიტი” აღმოჩნდა… თუმცა რაზეც ყველა საუბრობს, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო და სამსახურს საკუთარი კეთილდღეობისათვის იყენებდა, ალბათ მართებული იქნება დაიწყოს გამოძიება მისი შემოსავლების წარმომავლობის შესახებ… – წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებაზე. მისი თქმით, 2018 წლამდე, როდესაც თანამდებობაზე იყო დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა 8 ფეშენებელური ბინა და მანქანები არ უფიქსირდებოდა…
„ტრაგიკომედიური ჟანრიდანაა-კაცი თავს არწივებს ადარებდა და ბოლოს ნოდარას “ჩიტი” აღმოჩნდა… თუმცა რაზეც ყველა საუბრობს, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო და სამსახურს საკუთარი კეთილდღეობისათვის იყენებდა, ალბათ მართებული იქნება დაიწყოს გამოძიება მისი შემოსავლების წარმომავლობის შესახებ… მაგრამ მხოლოდ კლასიკური კორუფციის ფაქტი მეტად საეჭვოა.
მთელი სისტემაც, რომ ყოფილიყო კორუმპირებული და მასაც ქრთამის აღება შესძლებოდა, გამორიცხულია, რომ ამხელა ქონება მოეხვეჭა. თან ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მისი გამდიდრება თვალშისაცემი ხდება განსაკუთრებით 2018 წლიდან… 2018 წლამდე, როდესაც თანამდებობაზე იყო დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჰქონდა, თუმცა 8 ფეშენებელური ბინა და მანქანები არ უფიქსირდებოდა… ჰო და რა მოხდა 2018 წლის შემდეგ, რა ბიზნესი წამოიწყო ეგეთი ან რა ფინანსური ალღო გაუჩნდა, რომ საკუთარ შემოსავალს აორმაგებდა? და მის მიერ უკანონოდ მოპოვებულ ინფორმაციას, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხომ არ ყიდდა? მოკლედ კითხვები ძალიან ბევრია და იმედია გამოძიება ოპერატიულად გასცემს პასუხებს…“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” – თამარ ტყეშელაშვილი