Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთში სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით საქველმოქმედო – სამედიცინო აქცია ჩატარდა

მარშალ პრესი 19/07/2022
KKKKKKKKK

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ,,ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი”-ს მხარდაჭერით, ოზურგეთში საქველმოქმედო – სამედიცინო აქცია ჩატარდა.
აქციის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად უფასოდ მიეღოთ პროფესიონალი კარდიოლოგების კონსულტაციები და ჩაეტარებინათ შემდეგი კვლევები:
• ელექტროკარდიოგრამა
• ექოკარდიოგრაფია
• ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზა, ქოლესტერინი)
,,მადლობას ვუხდი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს სამედიცინო აქციის მხარდაჭერისათვის. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ მაღალი ხარისხის კარდიოლოგიური კვლევები, ასევე მიეღოთ პროფესიონალი ექიმების შესაბამისი კონსულტაციები. ჩვენი ხელისუფლებისათვის მოქალაქეებზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს” – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

Post navigation

Previous: საფუძვლიანია ეჭვი იმის შესახებ, რომ ის ვაჭრობდა ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაციით – თამთა მეგრელიშვილი
Next: სამხარეო ადმინისტრაციაში საქსტატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.