Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობებმა სწორი შეფასებები უნდა გააკეთონ იმ ფაქტობრივი უზუსტობებითა და „მავნებლობებით“ სავსე რეზოლუციაზე, რომელსაც ოპოზიციური რადიკალური ფრთა სპეკულაციებისათვის იყენებს

მარშალ პრესი 18/07/2022
ზურაბ ქადაგიძე

არ შეიძლება, რამდენიმე ლობისტური ჯგუფის სუბიექტური დამოკიდებულებების გამო, ევროკავშირს, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს რეპუტაციული ზიანი მიადგეს და ევროპული მისწრაფებების დისკრედიტაცია მოხდეს ქართულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სწორი კომუნიკაცია და განსაკუთრებით მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის მზაობა, პირადად აიღოს ეს ვალდებულება, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილს.

„100% ძალიან სწორი და მკაფიო განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ღირსეულმა ლიდერმა…
არ შეიძლება, რამდენიმე ლობისტური ჯგუფის სუბიექტური დამოკიდებულებების გამო, ევროკავშირს, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს რეპუტაციული ზიანი მიადგეს და ევროპული მისწრაფებების დისკრედიტაცია მოხდეს ქართულ საზოგადოებაში…
აქედან გამომდინარე, აუცილებელია სწორი კომუნიკაცია და განსაკუთრებით მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის მზაობა, პირადად აიღოს ეს ვალდებულება…
თუმცა ისიც აუცილებელია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობებმა სწორი და სამართლიანი შეფასებები გააკეთონ იმ ფაქტობრივი უზუსტობებითა და “მავნებლობებით” სავსე 9ივნისის რეზოლუციაზე, რომელსაც ოპოზიციური რადიკალური ფრთა და მათი ლობისტები პოლიტიკური “სპეკულაციებისათვის” იყენებენ…
იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის მკაფიო გზავნილზე დროული და სამართლიანი პასუხი დაბრუნდება დასავლეთიდან, რაც ძალიან წაადგება საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობას“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: ეჭვებზე, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხებია საჭირო
Next: ივანიშვილის საქმით ამერიკელები ორ კურდღელს იჭერენ – ზაზა შათირიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.