Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეჭვებზე, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხებია საჭირო

მარშალ პრესი 18/07/2022
მამუკა მდინარაძე

ერთი მხრივ, ძალიან ვუფრთხილდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს, ქალბატონი კელი იქნება ეს თუ სხვა, თუმცა, ის ეჭვები, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან ამ დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, ამაზე კონკრეტული პასუხებია საჭირო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადგან კითხვები არსებობს, მას კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს.

„წარმოუდგენელი ამბავია და ნამდვილად არ მინდა ასეთი რამის დაეჯერება, თუ ეს ასე იყო. მაგრამ კითხვები თუკი არსებობს, მას კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს, მე ამის მომხრე ვარ. ერთი მხრივ, ძალიან ვუფრთხილდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლებს, ქალბატონი კელი იქნება ეს თუ სხვა, თუმცა, ის ეჭვები, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან ამ დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, ამაზე კონკრეტული პასუხებია საჭირო. ფაქტი ისაა, რომ ტელევიზიები სამი დღის განმავლობაში საუბრობდნენ, რომ მოსამართლე დაასანქცირეს. ეს თუ ასე იყო, ამას პასუხები უნდა გაეცეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: სესია ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა, არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა
Next: ზურაბ ქადაგიძე: ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობებმა სწორი შეფასებები უნდა გააკეთონ იმ ფაქტობრივი უზუსტობებითა და „მავნებლობებით“ სავსე რეზოლუციაზე, რომელსაც ოპოზიციური რადიკალური ფრთა სპეკულაციებისათვის იყენებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.