Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სესია ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა, არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა

მარშალ პრესი 18/07/2022
ირაკლი კობახიძე

სესია ოპოზიციის მხრიდან სპექტაკლის დადგმას ემსახურებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია არ აპირებს იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც მათ ოპოზიციამ შესთავაზა.

„ოპოზიციას სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა შედგენილი. წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკური პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული. რაც ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს – აქ წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას. ამაზე პოლიტიკური პოზიცია არის მყარი. ხოლო რაც შეეხება ანტიკორუფციულ და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი. ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, რაც ვადებშიც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება და ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011-2012 წლებში საკუთარი თავი და ოჯახი გადადო, ახლა მისი შანტაჟი ფინანსური კუთხით რამდენად არასერიოზული და უშანსოა ალბათ მარტივად ხვდებით
Next: მამუკა მდინარაძე: ეჭვებზე, რაც გაჩნდა მოსამართლის მხრიდან დაუჯერებელ ამბავთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხებია საჭირო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.