Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დეოლიგარქიზაციის“ თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან და ხელს უშლის, შვეიცარული ბანკისგან მიიღოს კუთვნილი თანხა

მარშალ პრესი 18/07/2022
ზაალ ანჯაფარიძე

„დეოლიგარქიზაციის“ თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან და ხელს უშლის მას შვეიცარული ბანკისგან მიიღოს მისი კუთვნილი თანხა, რომელიც მას უბრალოდ მოპარეს და ახლა სწორედ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას იშველიებენ, რომ თანხის დაბრუნება გაწელონ – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი დაგროვდა – მათ შორის ის პრობლემები, რაც ევროპარლამენტის 9 ივნისის ყბადაღებულმა რეზოლუციამ შექმნა.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდა და გაძლიერდა ევროსკეპტიკური განწყობები რეზოლუციის სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებამდე, ევროკომისიამ გასცეს მკაფიო პასუხები წერილში დაფიქსირებულ კითხვებს.

„დღეს რამდენჯერმე დამისვეს კითხვა, რით იყო გამოწვეული ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილი პრემიერ ღარიბაშვილის წერილი. ამისთვის რამდენიმე სერიოზული მიზეზი დაგროვდა – მათ შორის ის პრობლემები, რაც ევროპარლამენტის 9 ივნისის ყბადაღებულმა რეზოლუციამ შექმნა. კერძოდ, საქართველოს საზოგადოებაში გაჩნდა და გაძლიერდა ევროსკეპტიკური განწყობები რეზოლუციის სრულიად უსამართლო და ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო. შესაბამისად, სრულიად ლოგიკურია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებამდე, ევროკომისიამ გასცეს მკაფიო პასუხები წერილში დაფიქსირებულ კითხვებს.
ეს საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ შემდეგ არ გაჩნდეს ორაზროვანი და განსხვავებული შეფასებები, ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაზე, რასაც იგივე ევროპარლამენტის რეზოლუცია აბრალებს საქართველოს და ფაქტიურად ამით აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამავე საკითხთან პირდაპირ ბმაშია, „დეოლიგარქიზაციის“ თემაც, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან და ხელს უშლის მას შვეიცარული ბანკისგან მიიღოს მისი კუთვნილი თანხა, რომელიც მას უბრალოდ მოპარეს და ახლა სწორედ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას იშველიებენ, რომ თანხის დაბრუნება გაწელონ. წესით ევროკომისიამ რეალისტურად და რაც მთავარია სტრატეგიული კუთხით უნდა შეაფასოს ეს წერილი და ადექვატური რეაგირება მოახდინოს“ – წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: დღევანდელი წერილით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც აქამდეც ვამბობდით – სოზარ სუბარი
Next: საქართველოს ომში ჩაურთველობით გაბრაზებულნი შეიკრიბნენ და დაიწყეს გაუგონარი მეთოდების გამოყენება – ედიშერ გვენეტაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025