Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ომში ჩაურთველობით გაბრაზებულნი შეიკრიბნენ და დაიწყეს გაუგონარი მეთოდების გამოყენება – ედიშერ გვენეტაძე

მარშალ პრესი 18/07/2022
ედიშერ გვენეტაძე

„საქართველოს ომში ჩაურთველობით გაბრაზებულნი შეიკრიბნენ და დაიწყეს გაუგონარი მეთოდების გამოყენება, რაც გამოიხატა საბანკო სისტემის ჩართვით წამოწყებულ პოლიტავანტიურაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ცნობილი ქველმოქმედის შეფარული ფორმით დასანქცირებას და ამის მეშვეობით ხელისუფლებაში ისევ მწამებელთა და მძარცველთა დაბრუნებას“- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით შვეიცარიული “კრედიტ სუისი”, მეტს რომ ვერაფერს გახდა, გადარიცხვებს ბლოკავს და ამით ცდილობს ვითომდაც “ოლიგარქიის “დეოლიგარგიზაციას”. „რა ღონეს არ ხმარობს კუბილიუსურად მოდერნიზებული დასავლური დემოკრატია ამ პატარა ქვეყნის და მასზე უსაზღვროდ შეყვარებული უპრეცედენტო მასშტაბის მეცენატის დასასჯელად! ეტყობა, რომ მოისმინეს უდიდებულესი “ჩაკრულო”.

ამის შემდეგ, აქედან მოქრთამულ-მოლობისტებული და ომში საქართველოს ჩაურთველობით გაბრაზებულნი შეიკრიბნენ დასავლურ სხვადასხვა საფიხვნოებში და ერთმანეთს მისცეს პირობა ჩავუხტეთ საქართველოს მოსახლეობას და თავს დავატეხოთ ბანიაო! ამ მიზნით დაიწყეს მართლაც და გაუგონარი მეთოდების გამოყენება, რაც გამოიხატა საბანკო სისტემის ჩართვით წამოწყებულ პოლიტავანტიურაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ცნობილი ქველმოქმედის შეფარული ფორმით დასანქცირებას და მერე ამის მეშვეობით ხელისუფლებაში ისევ მწამებელთა და მძარცველთა დაბრუნებას! შვეიცარიული “კრედიტ სუისი”, მეტს რომ ვერაფერს გახდა, გადარიცხვებს ბლოკავს და ამით ცდილობს ვითომდაც “ოლიგარქიის “დეოლიგარგიზაციას”! მაგრამ აქვე ისმის კითხვა თავად ვინ არიან და რა ჰქვია იმ მსოფლიო სუბიექტებს, რომლებიც სხვის ქონებას ბლოკავენ და ცდილობენ მის დაუფლებას? ვფიქრობ ნეობოლშევიკები, რომლებიც ზუსტად ასი წლის წინ, ზუსტად იგივე მეთოდებით ახდენდნენ ტერორს და სხვისი საკუთრების ექსპროპრეაციას!“- წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: დეოლიგარქიზაციის“ თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან და ხელს უშლის, შვეიცარული ბანკისგან მიიღოს კუთვნილი თანხა
Next: იმდენად აბსურდულია რეზოლუცია, რომ ვერც ევროკომისიამ და ვერც ევროსაბჭომ ვერ მოაქცია კანონის ფარგლებში და უკან დაიხია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.