დღევანდელი წერილით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც აქამდეც ვამბობდით – სოზარ სუბარი

970X90

,დღევანდელი წერილით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რასაც აქამდეც ვამბობდით და დიდი ხანი ამ ეჭვს გამოვთქვამდით, როდესაც Credit Suisse აბსოლუტურად უკანონოდ, დაუსაბუთებლად არ ურიცხავს თავის კლიენტს ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ თანხას. ამის მიღმა დგას ძალიან სერიოზული პოლიტიკური განზრახვები და ეს არ არის უბრალოდ ერთი კონკრეტული ფინანსური ინსტიტუტის თავნებობა. რა თანხაზეც არ უნდა იყოს საუბარი, ზიანი და ზარალი, რომელსაც ამ შემთხვევაში Credit Suisse იღებს, გაცილებით აღემატება იმ ზარალს, რასაც, შეიძლება, მისი კლიენტი იღებდეს. მაგრამ Credit Suisse მიდის ამაზე იმიტომ, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებენ,’’ – განაცხადა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, შვეიცარიული ბანკი ამ ნაბიჯებს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დგამდეს დამოუკიდებლად. ასევე, წარმოუდგენელია, საქართველოდან რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ მოახერხოს 308 ევროპარლამენტარისთვის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება. მისი აზრით, ამ ყველაფრის უკან დგანან დიდი ძალები.

,,სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადაედგა შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანკს და მით უმეტეს, ის აბსურდული მიზეზები, რასაც ის არგუმენტად იყენებს, როდესაც თანხის გადარიცხვებზე უარს ამბობს. მაგალითად, ადრე ის ამბობდა, რომ აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, ვერ ურიცხავს ფულს. თუმცა, ყველა სხვა საბანკო გადარიცხვას ეს ბანკი ასრულებდა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მარტო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იყო დაბრკოლებები, თუმცა, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არანაირი კითხვები, არანაირი ლეგიტიმური ეჭვები არ არსებობს. დღეს, ბანკი იშველიებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. რეზოლუცია რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსამართლო და არასწორია, ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ არც ევროკომისიამ და არც ევროპულმა საბჭომ არ გაიზიარა მასში მოყვანილი არცერთი დებულება. არ გაიზიარეს ის, რომ უნდა გათავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

ასევე, არ გაიზიარა ის მოთხოვნა, რასაც 308 ევროპარლამენტარი ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ როდესაც 308 ევროპარლამენტარი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას, ეს შეუძლებელია მოხდეს იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“. ან სხვა ოპოზიციური პარტიის ლობისტები მოქმედებენ იმისთვის, რომ 308 ადამიანიანმა ასეთ უკანონობაზე ხელი მოაწეროს. ეს შეეძლო გაცილებით დიდ და ძლიერ ძალას. ამ ძალას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ინტერესი, რამენაირად აიძულონ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და რამენაირად ივანიშვილი, ან „ქართული ოცნება“ აიძულოს, რომ ჩაერთონ, როგორც ორმხრივ სანქციებში რუსეთის მიმართ, ასევე, ომში, რომელიც დამღუპველი იქნება საქართველოსთვის. ამაზე არ წავა არც „ქართული ოცნება“, არც ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გრძელდება ეს ზეწოლა, ამჯერად უკვე ბანკის მხრიდან. კიდევ უფრო გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი Credit Suisse უკანონო ქმედებებზე წერდა, ამ წერილები აქვეყნებდნენ როგორც შვეიცარიულ მედიაში, ასევე, საერთაშორისო მედიებში. მაგრამ, როგორც კი ბოლო წერილში ითქვა, რომ შვეიცარიული ბანკის მოქმედებების უკან დგანან სხვა ძალები, რომლებიც აიძულებენ ბანკს, რომ მსგავსი ქმედება ჩაიდინოს, ამის შესახებ არცერთმა შვეიცარიულმა მედიამ არ გამოაქვეყნა ინფორმაცია. ესეც მეტყველებს იმაზე , რომ ძალიან სერიოზული ძალები არიან ჩართული ბიძინა ივანიშვილის ამ არაფორმალური სანქცირების უკან. როგორც ჩანს, ეს არაფორმალური სანქცირება მოდაშია, ბოლო პერიოდში და ამაზე მეტყველებს ეს უკანონო ქმედებები, რაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდება,’’ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

970X90
გაზიარება