Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოსო ტყემალაძე: ზაფხულის ტესტებმა ქართული რაგბის ისტორია შეცვალა და სხვა საფეხურზე გადაგვიყვანა

მარშალ პრესი 16/07/2022
იოსებ ტყემალაძე

ვფიქრობ ზაფხულის ტესტებმა ქართული რაგბის ისტორია შეცვალა და სხვა საფეხურზე გადაგვიყვანა, – ამის შესახებ სოსო ტყემალაძემ „ბორჯღალოსნებისა“ და პორტუგალიის ნაკრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მოთამაშეებს გამარჯვება მიულოცა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ბორჯღალოსნები“ რეგიონებში მომავალშიც ითამაშებენ.

„ნახეთ, როგორ არის მოწყობილი ქუთაისის ულამაზესი ბაზა, ისევ მადლობა [ამისთვის] ივანიშვილების ოჯახს. ეს შევსებული მოედანი ასე გალამაზებული არავის უნახავს. ვგეგმავთ [მატჩების ჩატარებას] თელაში, ფოთში, რუსთავში. ეს არის ის, რასაც უნდა ვემსახუროთ“, – განაცხადა ტყემალაძემ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 23:14 დაამარცხა. ივლისის ტესტ-სერიის დასკვნით შეხვედრაა ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

Continue Reading

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: 2 დაპირისპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში და საქართველო წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო მედიაციის მოედანი
Next: ირაკლი ღარიბაშვილი თუშეთში, საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025