Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი თუშეთში, საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა

მარშალ პრესი 16/07/2022
ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი თუშეთში საზღვრის ომალოს სექტორს ესტუმრა. მთავრობის მეთაური სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მესაზღვრეების, პოლიციელების და მეხანძრე-მაშველების საქმიანობა უმნიშვნელოვანესია.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური, დეპუტატი დავით სონღულაშვილი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ალადაშვილი და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

Post navigation

Previous: სოსო ტყემალაძე: ზაფხულის ტესტებმა ქართული რაგბის ისტორია შეცვალა და სხვა საფეხურზე გადაგვიყვანა
Next: გუდაურში პარაპლანის ხევში გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.