Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს, მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო

მარშალ პრესი 16/07/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თუშეთობას და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. ჩვენ გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც დღეიდან მთის კვირეული დაიწყო.

„ჩვენი სურვილია, ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში ბევრი დამსვენებელი, ტურისტი ჩამოვიდეს. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესტიციების განხორციელება მთაში. მეტი ყურადღების მიქცევა. გახსოვთ, ამისთვის ჩვენ რამდენიმე წლის წინ მთის კანონიც მივიღეთ. მთაში მცხოვრებთათვის დაწესდა შეღავათები, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ეს არის ნამდვილი გმირობა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ ასეთ ულამაზეს ადგილას და იცით, მთელი 6-7 თვე აქ მოძრაობა იკეტება. ზამთრის პერიოდში შეუძლებელია გადადგილება, მხოლოდ ვერტმფრენით. ამიტომ, მინდა ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: მეუფე იაკობი: ჩემსა და გოგაშვილს შორის მისი ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა
Next: ირაკლი ქადაგიშვილი: არავის აქვს უფლება მოსამართლე მისი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების გარემოებებთან დაკავშირებით გამოჰკითხოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.