Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეუფე იაკობი: ჩემსა და გოგაშვილს შორის მისი ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა

მარშალ პრესი 16/07/2022
მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კატეგორიულად უარყოფს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ საუბრის ფაქტს. ეპისკოპოსის თქმით, მსგავსი შინაარსის საუბარი მასსა და გოგაშვილს შორის არასდროს ყოფილა.

„შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ 4-5 თვეზე მეტხანს შეხვედრა კი არა სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ასეთ სისულელეზე არასოდეს მისაუბრია. უბრალოდ მძიმე სიტუაციაშია ოჯახი, ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“, – ამის შესახებ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, გოგაშვილის მეუღლემ განაცხადა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

Post navigation

Previous: ოთარ გრიგოლია: ოპოზიციას ერთი შანსი გაუჩნდა პასუხისმგებლობა გამოეჩინა და ისიც წყალს გაატანა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს, მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.