Skip to content
09/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არავის აქვს უფლება მოსამართლე მისი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების გარემოებებთან დაკავშირებით გამოჰკითხოს

მარშალ პრესი 16/07/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

არავის აქვს უფლება მოსამართლე მისი კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილების გარემოებებთან დაკავშირებით გამოჰკითხოს, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აქცენტი განცხადების იმ ნაწილზე გააკეთა, რომელშიც ჩხიკვაძე ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლად აფასებს.

„თუ გაბედავს ბატონი გალერი თავის ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში სასამართლო იურისდიქციაში და კომპეტენციაში ჩარევას? ახლოსაც კი ვერ მიუახლოვდება. მსგავსი სიტყვა რომ ეთქვა, შეიძლება პოლიტიკაც დაატოვებინონ, მაგრამ რატომღაც ყველას ჰგონია, რომ საქართველოში ყველაფერ მოსულა, საქართველოზე პოლიტიკური ქულების კეთება შეიძლება. არ შეიძლება. საქართველო ძალიან მყარად არის ევროპული ფასეულობებისკენ სავალ გზაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს, მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო
Next: შალვა პაპუაშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინახოთ ის ბუნება, რომელიც აქ არის, შევინახოთ ის ისტორია, რომელიც აქ არის და შევინახოთ ის ტრადიცია, რომელიც აქ არის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025