Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოთარ გრიგოლია: ოპოზიციას ერთი შანსი გაუჩნდა პასუხისმგებლობა გამოეჩინა და ისიც წყალს გაატანა

მარშალ პრესი 16/07/2022
ოთარ გრიგოლია

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აცხადებს, რომ სულ მალე მოვა დრო როდესაც საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება და ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა ნულის ტოლი იქნება.

განცხადება ამის შესახებ ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„მთელი ამ რვა წლის განმავლობაში ერთადერთი შანსი გაგიჩნდათ პასუხისმგებლობა გამოგეჩინათ, თუმცა ეს შანსიც წყალს გაატანეთ და საკრებულოს სხდომის ჩაშლას ხელი შეუწყვეთ. სამწუხაროდ თქვენ რადიკალური პოლარიზაციის გზა გაქვთ არჩეული და თითოეული თქვენი ქმედება ამის დასტურია. პირველივე შესაძლებლობა მოგეცათ თანამშრომლობის და ამაზე უარი თქვით. თქვენი საუბრები ევროპულ გზაზე კი სასაცილო და კარიკატურულია. მოვა ის დრო, როდესაც ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდება და ამ პროცესში თქვენი მონაწილეობა იქნება ნული“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

Continue Reading

Previous: ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯები გადადგას პოლარიზაციის შესამცირებლად, პირიქით, მას აღრმავებს
Next: მეუფე იაკობი: ჩემსა და გოგაშვილს შორის მისი ოჯახის ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025