Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი

მარშალ პრესი 28/11/2026
irakli kobakhidze1

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყოველთვის იქნება რისკი, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკური მიზნებისათვის.

„რაც შეეხება პირადად ჩემს მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამაში, გაეროს განვითარების პროგრამაში ვიყავი პროექტის მენეჯერი დაახლოებით რვა წლის განმავლობაში, ჯერ პროექტის ექსპერტი და შემდეგ პროექტის მენეჯერი. ზოგადად, მე ჩემს თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეულ გავლენას აუცილებლად ყოველთვის ახდენს უცხოურ ორგანიზაციაში, საერთაშორისო ორგანიზაციაში მათ შორის, მუშაობა, გარკვეულ გავლენას ყოველთვის ახდენს.

მთავარი რა არის, რომ რისკი იქნება ყოველთვის, რომ ვიღაცამ ეს რესურსი, ადამიანური რესურსი შეიძლება გამოიყენოს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი, რომელიც მოიყვანეს პირდაპირ შემდეგ პოლიტიკაში NGO-ების სახით. იგივეს აკეთებდნენ საქართველოშიც, ვიდრე მივიღებდით ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონს. რისკის შემცველი უცხოური დაფინანსება ყოველთვის არის, და ამიტომ დავუკავშირეთ უცხოური დაფინანსება პასიურ საარჩევნო უფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next: პრემიერი – ფაქტები დაიდო, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.