Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 28/11/2026
prokuratura

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში, კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, ამას ეფუძნებოდა კანონი, რომელიც მივიღეთ
Next: პრემიერი – ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.