Skip to content
29/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – ფაქტები დაიდო, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში

მარშალ პრესი 28/11/2026
irakli kobakhidze3

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ფაქტები დაიდო პირდაპირ ამასთან დაკავშირებით, USAID-ი რას აკეთებდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში: როგორ ქმნიდა ქსელებს, მათ შორის ცესკოს გასაშავებლად,  ადამიანური რესურსების შესაქმნელად. პირდაპირ იყვნენ ჩართული “პივიტის“გაყალბებაში — პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ.

„პირდაპირ იყო ჩართული USAID-ი ამ გაყალბებული შედეგების დამალვაში, რაც შემდეგ ISFED-ის ხელმძღვანელმაც აღიარა. პირდაპირ თქვა, რომ USAID-მა იცოდა ბევრად უფრო ადრე, აღიარებამდე, PVT-ის გაყალბების თაობაზე. ამ დროს ჩვენს თანაგუნდელებს ჰქონდათ კომუნიკაცია USAID-ის შესაბამის თანამდებობის პირთან, რომელიც თავხედურად გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ყურადღება უნდა მიგვექცია PVT-ის ამ გაყალბებული შედეგებისთვის და ამის საფუძველზე დასკვნები უნდა გამოგვეტანა და ნაბიჯები უნდა გადაგვედგა. აი, ეს არის USAID-ის მონაწილეობა რევოლუციურ პროცესებში.

რაც შეეხება USAID-ის კიდევ ერთ მონაწილეობას და შესაბამისი სუბიექტების მონაწილეობას — აქ USAID-ი კონკრეტულად არ იყო გამოკვეთილი, მაგრამ ახლოს იყვნენ ის ადამიანები, ვინც იყვნენ 2022 წლის აპრილში, როდესაც ბაკურიანში შედგა ცნობილი შეკრება, სადაც დაიგეგმა კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ რევოლუციური პროცესები, იქ USAID-თან ძალიან ახლოს მდგომი ადამიანები ჩავიდნენ და ამაგრებდნენ ამ რადიკალებს: NGO-ებს, პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს. პირდაპირ მონაწილეობდნენ ეს ადამიანები ტრენინგში, ცნობილ აკერმანის ტრენინგში, რომელიც ეძღვნებოდა სწორედ ხელისუფლების დამხობას. აი, ეს იყო პირდაპირ მათი მონაწილეობა რევოლუციურ პროცესებში. ესეც სცადეს, ისეც სცადეს, არაფერი არ გამოუვიდათ, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის და მისი სუვერენიტეტისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: პრემიერი – ჩვენ გვახსოვს 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია, მაშინ ხალხს ეგონა, რომ თვითონ მოახდინა რევოლუცია, სინამდვილეში მანდაც მთლიანად რა ხდებოდა, რომ უცხოური დაფინანსებით იქმნებოდა ადამიანური რესურსი
Next: პრემიერი – გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას გვთხოვენ, რომელიც პირდაპირ იცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და რომელიც ითვალისწინებს NGO-ების მიერ საკუთარი წლიური ფინანსების დეკლარირებას, ვიღაცებს ევროპულ ბიუროკრატიაში ისევ უნდათ იმ რევოლუციური პროცესების გამეორება, რასაც გეგმავდნენ ჩვენს ქვეყანაში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.