Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ უდიდესი წარმატების უკან ცოტნე ივანიშვილის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა დგას, მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა

მარშალ პრესი 28/11/2026
lado sadgobelashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან (HKU)- წერს  ლადო აადღობელაშვილი.

როგორც სადღობელაშვილი წერს ამ ყველაფრის უკან ცოტნე ივანიშვილი დგას, რომელიც იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც საკუთარი ცოდნითა და ნიჭით შეძლო ამ ელიტარულ უნივერსიტეტში ჩარიცხვა.

ანალიტიკოსის თქმით, ცოტნემ შეძლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან იმდენად მაღალი დონის ურთიერთობების აწყობა, საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ნდობის მოპოვება, რომ მისი პირადი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა.

“მართლაც მოსალოცი ამბავია!
დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან (HKU). ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც ათწლეულებია აყალიბებს მსოფლიო ლიდერებს, მეცნიერებსა და გამორჩეულ მოღვაწეებს, და რომელთან პარტნიორობაც ქართველ სტუდენტებს საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად ახალ კარს უხსნის.
ამ უდიდესი წარმატების უკან დგას ერთი კონკრეტული ახალგაზრდის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა — ცოტნე ივანიშვილი!

როგორც ვიცი ცოტნე იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც საკუთარი ცოდნითა და ნიჭით შეძლო ამ ელიტარულ უნივერსიტეტში ჩარიცხვა. მაგრამ მან ეს მიღწევა მხოლოდ პირად წარმატებად არ დატოვა. მან შეძლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან იმდენად მაღალი დონის ურთიერთობების აწყობა, საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა და ნდობის მოპოვება, რომ მისი პირადი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა.

ნამდვილად საამაყოა, როცა ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდა თაობა გვყავს. ცოტნემ საკუთარი მაგალითით აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მონდომებამ და სწორმა ხედვამ მთელი ქვეყნის ახალგაზრდობას მოუტანოს უდიდესი სარგებელი.
წარმატებები ცოტნეს და ყველა ქართველ სტუდენტს, ვინც ამ ახალ, უნიკალურ შესაძლებლობას გამოიყენებს!”- წერს სადღობელაშვილი.

Post navigation

Previous: ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
Next: თამთა მეგრელიშვილი: ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში, შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.