Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ

მარშალ პრესი 28/11/2026
irakli tavdgiridze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ტელეკომპანია „TV პირველის“ მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციით იქნა წარმოჩენილი.

თავდგირიძემ სხდომაზე ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, რის შემდეგაც ოპონენტებს უპასუხა.

“პირველ რიგში მივუსამძიმრებ ფონიჭალაში გარდაცვლილების ოჯახს და ვუსურვებ გამძლეობას. ამ საკითხს არ მინდოდა შევხებოდი, მაგრამ, ამას ვერ გავცდებით. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი და ეს დიდი სიკეთე გააკეთა და ბიძინა ივანიშვილის სიკეთეებზე რომ დავიწყო საუბარი, არა მარტო რეგლამენტი, დღის ბოლო არ მეყოფა, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს რაღაც ქულების დაწერას ცდილობდა. მე მინდა მოგიწოდო, რომ თქვენი პარტიის ლიდერიც ასევე ბიზნესმენია და რომ ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად ვიცით, რომ ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ”,- აღნიშნა თავდგირიძემ.

მანვე, ოპონენტები პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან ფრაზების კონტექსტიდან ამოგლეჯაში დაადანაშაულა. თავდგირიძის განმარტებით, პრემიერმა ხაზი გაუსვა პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს. მისივე თქმით, პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ქვეყანა წარმატებულად და მშვიდობიანად მიჰყავს.

“ამასთან ერთად, მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას მეორე პირებთან დაკავშირებით. თქვენ გიყვართ ხოლმე კონტექსტიდან ამოჭრილი წინადადებების დატრიალება. პირველ რიგში, პრემიერმა იგულისხმა, რომ პარტიას ჰყავს საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გამოდის და გუნდს უდგება გვერდით, ეხმარება და იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამშობლოს სჭირდება, თავისი ფინანსებით თუ რესურსით. და ამასთან ერთად, ვიცით, რომ პრემიერი პოლიტიკურ ნაწილში გულისხმობდა იმას, რომ ეს ერთიანი გუნდური გადაწყვეტილებაა, მაგრამ თქვენ ამას ისე იყენებთ, თითქოს პრემიერის დაკნინებას ცდილობთ. არა ბატონო, პრემიერი არის ქვეყნის ლიდერი, ქვეყანა მიჰყავს წარმატებულად და მშვიდობიანად”,- განაცხადა თავდგირიძემ.

Post navigation

Previous: სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა
Next: ამ უდიდესი წარმატების უკან ცოტნე ივანიშვილის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა დგას, მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.