Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი: ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში, შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები

მარშალ პრესი 28/11/2026
tamta megrelishvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტს (HKU) შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა იხსნება, რომლის მიღწევაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა ცოტნე ივანიშვილის პირადმა ინიციატივამ, აქტიურმა ჩართულობამ და ძალისხმევამ,- წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის თქმით, სწორედ ცოტნე ივანიშვილის მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში, ხოლო შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები.

“საქართველოსა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტს (HKU) შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობა იხსნება.
უნივერსიტეტი გლობალურ რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს, აზიაში კი პირველია.

ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ცოტნე ივანიშვილის პირადმა ინიციატივამ, აქტიურმა ჩართულობამ და ძალისხმევამ.
სწორედ მისი მონაწილეობით გაიხსნა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა, მიიღონ განათლება და აწარმოონ კვლევები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ და ინოვაციურ ცენტრში.

შეთანხმების შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის დაწესდება განაცხადების მიღების სპეციალური ვადები და გარკვეული შეღავათები, რაც ახალგაზრდებს საერთაშორისო დონის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობას გაუმარტივებს.

ცოტნე ივანიშვილის ჩართულობით განხორციელებული ეს ინიციატივა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა, საერთაშორისო კავშირები და მიზანმიმართული თანამშრომლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.

HKU-ში მიღებული ცოდნა, საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული კავშირები ახალგაზრდებს გლობალურ ასპარეზზე თავის დამკვიდრების შესაძლებლობას მისცემს.
ცოტნე ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობითა და ჩართულობით მიღწეული შედეგი მხოლოდ კონკრეტულ შეთანხმებას არ გულისხმობს – ის ქართველი ახალგაზრდებისთვის ახალ პერსპექტივებსა და მომავალზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს ქმნის.

ცოტნე ივანიშვილმა, რომელიც თავადაც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტია, ნიჭიერ ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, თავადაც მის მსგავსად მიიღონ განათლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში.

წარმატებები ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ამ შეთანხმებას საკუთარი უკეთესი მომავლის შესაძლებლობად განიხილავს!”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ამ უდიდესი წარმატების უკან ცოტნე ივანიშვილის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა დგას, მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცა
Next: ნიკოლოზ მეტრეველი: ცოტნე ივანიშვილი საკუთარი ინიციატივით, პირადი ჩართულობითა და ძალისხმევით ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო დონის განათლებისკენ უხსნის გზას, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყება ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენაა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.