Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა

მარშალ პრესი 28/11/2026
923666932_1619129466681235_5085866019401902603_n

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა. საზეიმო ღონისძიება მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სარდლობის იუბილე მიულოცეს. სამხედროებს სიტყვით მიმართეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. 

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროებს სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „სპეციალური ოპერაციების ძალები არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, უმაღლესი პროფესიონალიზმის, გამძლეობისა და სამშობლოსადმი შეუვალი ერთგულების სიმბოლო. ეს არის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედოს რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში და დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება მთავრობის მუდმივი საზრუნავია და ამ მიზნით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. 

სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით – „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“. 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი შტაბის შენობა დაათვალიერეს, ასევე შესრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ჩართულობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს
Next: ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.