Skip to content
28/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ჩართულობით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მხარდამჭერ პროექტს ახორციელებს

მარშალ პრესი 28/11/2026
025

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

პროექტის ფარგლებში, №16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა თბილისის №178 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოები დაამზადეს.

სათამაშოები ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობას ემსახურება. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და დაფარულია უსაფრთხო საღებავებით.

პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა, სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათი რესოციალიზაციის ხელშეწყობა.

სათამაშოები აღსაზრდელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, №16 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლემა გადასცეს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მხარდასაჭერად მსჯავრდებულებმა განმავითარებელი სათამაშოები უკვე დაამზადეს თბილისის №94 და №108, რუსთავის №28 საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, ასევე, საჩხერის №2 საჯარო სკოლისა და საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი: USAID-ი გამოიყენებოდა ე.წ. დიფ სთეითის მიერ, რომ ქვეყნებში ქაოსი შეეტანა
Next: სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.