Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო რუსეთისთვის

მარშალ პრესი 27/11/2026
guram macharashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ზურაბაშვილსა და გალუზინს შორის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ რუსული მხარის პოზიციაზე მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ყოველთვის ჩნდებოდა კითხვა, თუ რატომ შეიძლება აწყობდეს „ნაცმოძრაობას“, იმ ტიპის საქციელი, როგორიც რუსეთს აქვს საქართველოს მიმართ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, სამწუხაროდ, ყოველთვის მოქმედებდნენ ისე, რომ ეს ხელსაყრელი ყოფილიყო რუსეთისთვის. ამ შემთხვევაშიც ასეა – ქართული კომპანიების დასანქცირება სასარგებლო უნდა იყოს „ნაცმოძრაობისთვის“ და მისი ფილიალებისთვის.
იმ ტიპის საქციელი, როგორიც რუსეთს აქვს, ყოველთვის იწვევდა ეჭვს: რატომ შეიძლება ეს აწყობდეს „ნაცმოძრაობას“? კარტები გახსნა თავად სააკაშვილმა და პირდაპირ თქვა, რომ ის ივანოვის ჩამოყვანილია,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გურიაში იმყოფებოდა
Next: შინაგან საქმეთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა თურქეთის საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრებთან მომხდარ დაპირისპირებაზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.