Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ჰაპოელ ბეერ-შევა“ საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მადლობას უხდის

მარშალ პრესი 27/11/2026
SHEEVA

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მადლობას უხდის საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ განცხადებას საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, რომელმაც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში.
დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს რუვიკ დანილოვიჩს, რომლებსაც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივი კავშირი ჰქონდათ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე. რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი!

გულითად მადლობას ვუხდით ყველას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

Post navigation

Previous: საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
Next: ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გურიაში იმყოფებოდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.