Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ – რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული

მარშალ პრესი 27/11/2026
guram macharashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, ამ აქციებზე „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ.

„ჩვენ, „ხალხის ძალას“, არაერთხელ გვითქვამს, როგორც ოფიციალურ წერილებში, ისე კომენტარებში, რომ USAID-ი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ხარჯავდნენ ფულს იმ ქვეყნების ხელისუფლებების შესაცვლელად, რომლებიც მათთვის არასასურველი იყო. საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ. რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
Next: UEFA განცხადებას ავრცელებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.