Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

UEFA განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 27/11/2026
uefa

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

უეფას განცხადებით, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის სტამბოლიდან ბათუმში გადატანის შესახებ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა.

როგორც უეფა განმარტავს, მატჩის ორგანიზება და სტადიონის უსაფრთხოება მის პასუხისმგებლობაში არ შედიოდა და სტადიონზე ჩარევის შესახებ გადაწყვეტილებები ადგილობრივმა უწყებებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს.

უეფას ინფორმაციით, ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შესაჩერებლად ჩაერია.

„ისევე როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა: უეფა არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი და არ ჰქონდა კონტროლი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათივე პასუხისმგებლობისა და იურისდიქციის ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, უეფას ხელთ არსებული ცნობებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის, რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ქომაგებს შორის გაჩაღებული დაპირისპირების განსამუხტად“, – აღნიშნულია უეფას განცხადებაში.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: საქართველოში გამართული რადიკალური აქციები, „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენება, შტურმი პარლამენტისა და ცესკოს შენობებზე დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ – რადიკალური პროცესების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონია დახარჯული
Next: ზურაბ პატარაძე: თურქეთის ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად შეასრულა საკუთარი უფლებამოსილება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.