რუსული მხარის ორმაგი სტანდარტი და ქართული ოპოზიციის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მინსკის შეხვედრაზე რუსეთის მხარის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს.
მისი თქმით, აბსურდია, როდესაც სანქციების ზრდას უანონსებენ ქართულ კომპანიებს და ამ ფონზე, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას სთავაზობენ საქართველოს.
„ეს დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არათანმიმდევრული. ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან. არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ ამბობ, რომ უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ. თეორიულად, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, უნდა დასუსტდეს „ქართული ოცნება“ და უნდა მიეცეს დამატებითი ჟანგბადი აგენტურულ ოპოზიციას, რაც ძალიან ბევრ კითხვისნიშანს აჩენს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არათანმიმდევრული მიდგომები გადაიხედება და პასუხები იქნება გაცემული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
