Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

მარშალ პრესი 27/11/2026
paata

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა იუსტიციის სფეროს  აქტუალური საკითხების განხილვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და უკვე ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციასა და საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა კიდევ უფრო განამტკიცა უწყებებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირები. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი თემატური შედეგები და გამოკვეთილი სამომავლო პრიორიტეტები უზრუნველყოფს მომავალში მათ პრაქტიკული შედეგებით განმტკიცებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და სომხეთის როლზე რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი ღირებულებებისა და სტანდარტების განმტკიცების პროცესში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, აგრეთვე, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურების, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

ფორუმის ფარგლებში პაატა სალიამ შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული კრების თავმჯდომარე რუბენ რუბინიანსა და იუსტიციის მინისტრ სრბუჰი გალიანთან.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, ფეხბურთში ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ქმედებები ფანების მხრიდან, მე რაღაც განსაკუთრებულს ვერ ვხედავ – კახა კალაძე ბათუმის ინციდენტზე
Next: ლევან მაჭავარიანი მინსკში გამართულ შეხვედრაზე: დამოკიდებულება არის არათანმიმდევრული
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.