Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს

მარშალ პრესი 27/11/2026
thumb2_py3qu6fdeji0qay

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

თბილისის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებს შეხვდა. შეხვედრაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი მონაწილეობდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მსმენელებს წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის სპეციფიკა, სტრუქტურა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გააცნო. თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას სამოქალაქო ინტეგრაციის, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობის პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისთვის.

ჟვანიას სკოლის მსმენელებმა ქართული ენის შესწავლის პროცესზე, მიღებულ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა და სხდომათა დარბაზი დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – “ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა
Next: ღონისძიება „აღმოაჩინე ჩემი საქართველო ლევილში“ გაიმართა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.