Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღონისძიება „აღმოაჩინე ჩემი საქართველო ლევილში“ გაიმართა

მარშალ პრესი 27/11/2026
01M8BDHVNCANES11KHCY9PYT1W

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ ქართულ მამულში ქართველი და უცხოელი სტუდენტების მონაწილეობით კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება „აღმოაჩინე ჩემი საქართველო ლევილში“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა.

პროგრამა მოიცავდა საქართველოს შესახებ შემეცნებით პრეზენტაციას. საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების, მათ შორის, სორბონისა და სიანს პოს სტუდენტები გაეცნენ ქვეყნის ისტორიასა და კულტურას, ასევე, ქართული დამწერლობის უნიკალურობას, 8 000 წლიანი მეღვინეობის ტრადიციასა და გასტრონომიას.

შეხვედრის ნაწილი სტუდენტების მიერ მომზადებულ თემატურ პრეზენტაციებს დაეთმო, სადაც ახალგაზრდებმა მათ მიერ შერჩეული საკითხების – ქართული არქიტექტურა, ეროვნული სამოსი, ქართული დამწერლობა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ქალი დეპუტატები – შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ლევილს ქართველთა მამულის ბიბლიოთეკა და მამულის ტერიტორიაზე მდებარე ოდა დაათვალიერეს.

კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრები ლევილის მამულის ეტაპობრივი გააქტიურების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მამულის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მისი კულტურული, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დანიშნულების განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობასა და ქართული კულტურისა და ისტორიის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

Post navigation

Previous: თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
Next: კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ – ეს ხომ არალოგიკურია, და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.