Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – “ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა

მარშალ პრესი 27/11/2026
economy_963922646b083190499866.92812121

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის წამყვანი საკონსულტაციო, კვლევითი და საინჟინრო ორგანიზაციის – “ელექტროენერგეტიკის დაგეგმვისა და საინჟინრო ინსტიტუტის“ (EPPEI) პრეზიდენტს ჭოუ ის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ენერგეტიკული დაგეგმვისა და საინჟინრო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი ენერგიის ადგილობრივი წყაროების ათვისება, განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაა.

ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგიის პროექტების განვითარების კუთხით აქვს.

საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში, რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას.

EPPEI 70-წლიანი გამოცდილების მქონე მაღალი დონის საკონსულტაციო ინსტიტუტია, რომელიც მომსახურებას უწევს სამთავრობო უწყებებს, საფინანსო ინსტიტუტებს, ენერგეტიკულ და მასთან დაკავშირებულ საწარმოებს.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე მონაწილეობდნენ.

Post navigation

Previous: ლადო სადღობელაშვილი ვადო მაჭავარიანს: შენც სწორედ იმათი პირმშო ხარ, ვინც არა მხოლოდ დავით გარეჯი გაყიდა, არამედ ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარა
Next: თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.